დაკავება პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტზე

12:20, 19.04.2026

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მუქარის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ვიდეოჩანაწერები და მისი გამოყენების მუქარით დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას და სექსუალური ხასიათის ქმედებების განხორციელებას აიძულებდა. დაკავებულს ბრალდება ორი მუხლით წარედგინა, რაც 7-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი