ვინისიუსი ისევ ითხოვს გაუმჯობესებულ კონტრაქტს, „რეალი“ დათმობას არ აპირებს #1TVSPORT

15:07, 18.04.2026

მადრიდის „რეალის“ გარემარბის, ვინისიუსის გარემოცვა კვლავინდებურად ითხოვს ახალი კონტრაქტის უფრო სოლიდურ პირობებს, ვიდრე კლუბი სთავაზობს. ესპანური პრესის ინფორმაციით, ლაპარაკია ხელფასის გაზრდაზე ან ბონუსზე ბრაზილიელის მხრიდან ხელშეკრულების გაგრძელების სანაცვლოდ. ასეთი ბონუსი ადრე ვინისიუსს არასოდეს მიუღია.

წყაროს ცნობით, „რეალი“ არ აპირებს გარემარბის კონტრაქტის პირობების გაუმჯობესებას, მაგრამ სურს, რომ ვინისიუსი კლუბში დაჩეს. თავად ბრაზილიელსაც იგივე სურვილი აქვს, მაგრამ თანდათან უახლოვდება თავისუფალი აგენტის სტატუსს, რადგან მისი მოქმედი ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში იწურება.

მსგავსი