საექსპერტო-კრიმინალისტიკური დელეგაცია ვაშინგტონში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტის დელეგაციამ, საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. სხდომა ვაშინგტონში გაიმართა. მონაწილეებმა ციფრული ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ წარმოქმნილი ახალი გამოწვევები და დანაშაულის გამოვლენისა და მტკიცებულებათა დამუშავების თანამედროვე მეთოდოლოგიები განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში, საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტის კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამმართველოს ორმა წარმომადგენელმა, საერთაშორისო ტრენერობის პროგრამის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარეს. მიზანია თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და უწყების ინსტიტუციური გაძლიერება.