სასამართლო პროცესი
ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი გამოიკითხა. მოწმის თქმით, ხაბეიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები მისთვის შეურაცხმყოფელი იყო. დაცვის მხარის განცხადებით, მოწმემ საკუთარ აღქმებზე ისაუბრა და ვერ დაასაბუთა თუ რა იყო შეურაცხმყოფელი და დანაშაულებრივი ქმედება. შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილს სახელმწიფო ბრალდება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის დაპირებას და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებას ედავება. მურთაზ ზოდელავას კი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდება აქვს წარდგენილი.