პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო

10:39, 17.04.2026

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციის, აჭარის პოლიციისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე ოთხი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ასევე სახელოსნოს ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს  სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-წლამდე ვადით თავისუფლების  აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი