ნათია თურნავას და ლაშა ხუციშვილის ვიზიტი აშშ-ში
საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე საუბარს დაეთმო ვაშინგტონში ნათია თურნავას და ლაშა ხუციშვილის დღევანდელი შეხვედრები. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საერთაშორისო ინვესტორებს შეხვდნენ. დისკუსიაში ამერიკის, ევროპისა და აზიის 20-ზე მეტი გლობალური საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენელი მონაწილეობდა. შეხვედრა მიზნად ისახავდა საერთაშორისო ინვესტორებთან კომუნიკაციის გაღრმავებას და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენას. ქართულმა მხარემ ინვესტორებს საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო, სტაბილური და მართვადი ინფლაციური პროცესები, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, აგრეთვე ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო.