ევროპა NATO-ს ალტერნატივის განხილვას იწყებს

21:22, 15.04.2026

პროცესი, რომელიც ტრანსატლანტიკური კავშირების გაუარესებამ და დონალდ ტრამპის განცხადებამ დააჩქარა.

ნატოს მომავალი და ერთიანობის საკითხი ბუნდოვანი ხდება. ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივმა სამხედრო ოპერაციამ და ჰორმუზის სრუტის გარშემო შექმნილმა ვითარებამ ამერიკასა და ნატოელ მოკავშირეებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავა. დონალდ ტრამპი მათ მიმართ იმედგაცრუებას საჯაროდ გამოხატავს და პირდაპირ ამბობს, რომ ალიანსიდან აშშ-ის გასვლის საკითხს განიხილავს. ეს გზავნილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ცოტა ხნის წინანდელ განცხადებაშიც იკითხებოდა. ორგანიზაციის მისამართით მუდმივი კრიტიკის, მწვავე რიტორიკის და მუქარების ფონზე სულ უფრო აქტუალური ხდება ევროპის საპასუხო მოქმედების საკითხი და ჩნდება კითხვა – როგორ ეცდება ევროპა ამერიკელი მოკავშირის შენარჩუნებას და თან თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით მეტი პასუხისმგებლობის აღებას. გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა ე.წ. ევროპული ნატოს გეგმაზე წერს, რომელიც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსიდან აშშ-ის გასვლის და ევროპიდან სამხედრო ძალების გაყვანის შემთხვევაში სარეზერვო გეგმად განიხილება. მეტი როლი ნატოს მართვის სისტემაში და ამერიკული სამხედრო შესაძლებლობების საკუთარით შევსება – ასეთია გეგმის ნაწილი.

რამდენად რეალურია ტრამპის მუქარა და რამდენად შეძლებს ძლიერი მოკავშირის გარეშე დარჩენილი ევროპა ალტერნატიული გეგმით რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფას – თაკო მუშკუდიანი დეტალებით.

მსგავსი