პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი თურქეთში

21:07, 15.04.2026

საერთაშორისო პლატფორმა, სადაც საქართველოს სხვა ქვეყნებთან საპარლამენტო კავშირების გაღრმავების შესაძლებლობა აქვს – ქართული დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით თურქეთში იმყოფება.

სტამბოლში საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა გაიხსნა. დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საშუალება ექნება, რომ ევროკავშირის ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების ხელმძღვანელებს შეხვდეს. ბუნებრივია, განხილვის თემა თბილისსა და ბრიუსელს შორის ბოლო პერიოდში გაუარესებული ურთიერთობების მიზეზები და ამ ურთიერთობის აღდგენის პერსპექტივა იქნება. ევროპული ინტეგრაციის პროცესზე ქართულ დელეგაციას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ევროკავშირის ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს მსგავსად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატები არიან. ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე დღის წესრიგშია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების განხილვა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებიც.

„მოამბე“ სტამბოლშია, – თეონა მანაგაძე აშუქებს ასამბლეას.

მსგავსი