ფინანსთა მინისტრისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში
ვაშინგტონში განაგრძობენ შეხვედრებს ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში მათ დისკუსია ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან გამართეს. მხარეებმა საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, მაკროეკონომიკური ვითარება და სავალუტო ფონდთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.