საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში – მადიარის გამარჯვება
ვიქტორ ორბანმა არჩევნებში დამარცხება აღიარა. ის უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 1998 წლიდან 2002 წლამდე იკავებდა და ცენტრალურ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი იყო. 2010 წელს ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ თანამდებობას ზედიზედ ინარჩუნებდა დღემდე.
ორბანს ახლო ურთიერთობა აქვს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და ამ პოზიციით ევროკავშირისა და უკრაინისთვის დიდ დაბრკოლებად იქცა. ორბანი ასევე ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის შეთანხმებას, რომელიც უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას ითვალისწინებს.