დონალდ ტრამპი – ირანმა აშშ-ს აცნობა, რომ არ ითხოვს ან არ იღებს რაიმე სახის გადასახადს ჰორმუზის სრუტეში მოძრავი გემებისგან

16:56, 24.06.2026

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა ამერიკულ მხარეს აცნობა, რომ ჰორმუზის სრუტეში გავლის სანაცვლოდ, გემებს გადასახადს არ თხოვს.

მისივე თქმით, თუ აღმოჩნდება, რომ თეირანი ტყუის, მოლაპარაკებები მაშინვე დასრულდება.

„ირანმა აშშ-ს აცნობა, რომ პრობლემების გამომწვევი ყალბი ახალი ამბების საწინააღმდეგო ინფორმაციის მიუხედავად, ირანი არ ითხოვს ან არ იღებს რაიმე სახის გადასახადს ჰორმუზის სრუტეში მოძრავი გემებისგან. თუ ეს ცრუ ინფორმაციაა, მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დასრულდება! გარდა ამისა, აშშ-მა ირანს არანაირი თანხა არ გადასცა და არც მათი გაყინული ფინანსები გაუთავისუფლებია. ჩვენ მათი ფულის ნაწილს, რომელიც სრულად ჩვენ მიერ არის კონტროლირებადი, ჩვენს ფერმერებსა და მეცხოველეებს გავუზიარებთ. ირანში საკვები სასოწარკვეთილად სჭირდებათ და ჩვენ მას მხოლოდ შეერთებული შტატებიდან შევიძენთ“, – წერს დონალდ ტრამპი.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში, აშშ-ირანის ომის ესკალაციის დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოდ გავლის სანაცვლოდ ირანი გემებისგან გადასახადს ითხოვდა.

მსგავსი