გიორგი წიტაიშვილმა საფრანგეთის ლიგა 1-ში „მარსელს“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის ლიგა 1-ში „მეცი“ სტუმრად „მარსელს“ შეხვდა და 1:3 დამარცხდა – სტუმართაგან გოლი გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა.
საქართველოს ნაკრების წევრებიდან „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ წიტაიშვილი მოხვდა, გიორგი აბუაშვილსა და გიორგი ქვილითაიას არ უთამაშიათ.
ობამეიანგისა და პაიშაოს მიერ გატანილი გოლებით „მარსელი“ 2:0 დაწინაურდა. 49-ე წუთზე წიტაიშვილმა ეფექტური დრიბლინგის შემდეგ ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ ტრაორემ (90+3) ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
29 ტურის შემდეგ „მეცი“ 15 ქულით ბოლო ადგილზეა და პლეიოფის ზონაში მყოფ „ოსერს“ რვა ქულით ჩამორჩება.
გიორგი წიტაიშვილის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.