9 აპრილი – ტრაგედიისა და გამარჯვების დღე

18:03, 09.04.2026

37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან და 35 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან. თარიღი რომლიც საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა, როგორც ტრაგედიის ისე გამარჯვების დღედ.
1989 წელს, ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში, ათი ათასობით ადამიანი დამოუკიდებლობის მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე იყო შეკრებილი. მშვიდობიანი აქცია – საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა დაარბიეს.  უიარაღო მოქალაქეებს დილის 4 საათზე, საბჭოთა არმიის მძიმე ტექნიკა, შემდეგ კი – რუსეთის შინაგანი ჯარის სპეცრაზმელები დაესხნენ თავს. საბჭოთა ჯარისკაცებმა მშვიდობიან მომიტინგეებს გზა, ტანკებით ჩაუხერგეს, შემდეგ დემონსტრანტებს ნიჩბებით და მხუთავი აირით გაუსწორდნენ. მშვიდობიანი აქციის ჩახშობის ოპერაციას, რუსი გენერალი იგორ როდიონოვი ხელმძღვანელობდა. 9 აპრილის აქციის დარბევის შედეგად – 21 ადამიანი დაიღუპა. აქედან 17 ქალი  და 4 მამაკაცი. გარდაცვლილებს შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც. 9 აპრილის აქციაზე სასტიკი ანგარიშსწორების შედეგად  4 ათასზე მეტი დემონსტრანტი, სხვადასხვა დაზიანებით, საავადმყოფოში მოათავსეს. დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე პირი. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე, 1991 წელს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართვლოს ისტორიაში არის როგორც ტრაგედიის და ასევე ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე.

მსგავსი