დივერსიის მცდელობა სერბეთში – ენერგეტიკული ბლოკადის რისკები
ენერგეტიკულ საკითხზე უნგრეთ-უკრაინას შორის ისედაც გამწვავებული ურთიერთობა კიდევ უფრო გააუარესა სერბეთში მდებარე გაზსადენზე მომხდარმა შემთხვევამ. გავრცელებული ინფორმაციით, 7 წლის წინ მოწყობილ „თურქული ნაკადის“ მილსადენზე საბოტაჟი იგეგმებოდა. ობიექტთან ახლოს ნაპოვნია ასაფეთქებელი მოწყობილობები. სწორედ ამ გაზსადენით მარაგდება თურქეთის გავლით უნგრეთი ევროპის ქვეყნების ნაწილთან ერთად, რუსული გაზით. მომხდარს წინ უძღოდა რუსული გაზის გამტარ მილსადენ „დრუჟბას“ დაზიანება და ბუდაპეშტის მხრიდან ენერგეტიკულ ბლოკადაში უკრაინის დადანაშაულება. ოფიციალური ბუდაპეშტი მილსადენ „თურქული ნაკადის“ უნგრეთის მონაკვეთზე უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს და ჯარისკაცებს გზავნის. უკრაინა კი ასაფეთქებელ მოწყობილობებთან კავშირს უარყოფს და მოახლოებული არჩევნების კონტექსტში რუსეთის კვალზე მიუთითებს.
ექვს დღეში უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.