ვნების შვიდეული
დღეიდან ვნების შვიდეული – დიდი მარხვის ყველაზე მძიმე კვირა დაიწყო. ესაა იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავების გახსენება. დიდი ხუთშაბათის მსახურებაზე იესო ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხთ დაბანის რიტუალი სრულდება, იკითხება 12 სახარება. წითელი პარასკევის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. დიდი მარხვა უფლის, იესე ქრისტეს აღდგომით სრულდება.