კვირკველია ისევ მატჩის მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT
საბა კვირკველიამ ახალ გუნდში, „ტოქტოგულში“ მორიგი შეხვედრა ჩაატარა მაღალ დონეზე და მატჩის მოთამაშედ დაასახელეს.
ეს ყირგიზეთის პრემიერლიგის მე-5 ტურში მოხდა. საქართველოს ნაკრების მცველის გუნდი „ტოქტოგული“ გასვლაზე „კანტის“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით – 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი საბას გადაცემით გავიდა.
ეს სეზონში ქართველის გუნდის მეორე გამარჯვება იყო. „ტოქტოგული“ 5 ტურის შემდეგ 6 ქულით მე-8 ადგილზეა. კვირკველიამ 4 შეხვედრა ჩაატარა და მატჩის მოთამაშედ მეორედ დაასახელეს.