„მართე შენი ქალაქი“ – რუსთავის მერიაში ახალგაზრდული პროგრამის მორიგი ეტაპი დაიხურა

12:34, 04.04.2026

რუსთავის მერიაში ახალგაზრდული პროგრამის – „მართე შენი ქალაქი“, მორიგი ეტაპი დაიხურა. პროექტის ბოლო ეტაპის მონაწილე სტუდენტებს ნინო ლაცაბიძე და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე შეხვდნენ. მიზანი, მუნიციპალიტეტის მუშაობაში ახალგაზრდების ჩართვა და მათი კარიერული განვითარებაა. პროექტი მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებშია შემუშავებული და მასში უკვე 400-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. 60 ახალგაზრდა კი რუსთავის მერიის სხვადასხვა სამსახურშია დასაქმებული.

მსგავსი