არასამთავრობოების მოთხოვნა – შეფასებები

18:20, 03.04.2026

მეორე დღეა განხილვის თემაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” დირექტორის, ეკა გიგაურის მოხსენება ნიდერლანდების პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე. გიგაურმა 500-დღიან პროტესტზე ისაუბრა, ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ევროპული არჩევანი – პირდაპირი თავდასხმის ქვეშაა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” დირექტორის შეფასებით, ასობით მშვიდობიანი დემონსტრანტი გახდა სასტიკი და სისტემური პოლიციური ძალადობის მსხვერპლი, ქვეყანას 120-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა კი – ზეწოლის ქვეშაა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” დირექტორის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის დასკვნები, რომელიც ნათლად აღწერს ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებს. საქართველოს მხარდაჭერა კი – გიგაურის შეფასებით, საერთაშორისო სამართლის იმ ინსტრუმენტების გამოყენებას ნიშნავს, რომლებიც ჰააგაშია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელის გამოსვლა შეაფასეს პოლიტიკურ სპექტრში.

მსგავსი