ოპოზიციის გეგმა – შეფასებები

12:21, 03.04.2026

ისევ შეფასებების თემაა „ოპოზიციის ალიანსის“ განცხადება, რომელიც ეხება „ეროვნული მობილიზაციის კამპანიას“, მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაციის დაწყებას და 26 მაისს დაანონსებული შეკრებას. ოპოზიციის ნაწილის შეფასება ამ გადაწყვეტილებაზე პოზიტიურია. ნაწილი კი – სკეპტიკურად არის განწყობილი და ოპოზიციის ამ ქმედებას ,,ქართული ოცნებისთვის“ სასარგებლოდ მიიჩნევს. შეფასებები კეთდება მმართველ გუნდშიც, სადაც აღნიშნავენ, რომ ოპოზიციის ახალი კამპანია უშედეგოდ დასრულდება.

მსგავსი