თბილისის უნივერსიტეტის კაპელა – საიუბილეო კონცერტი
10 წლის წინ დაწყებული ისტორია, არაერთი საერთაშორისო აღიარება და საღამო, რომელიც წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობის ერთგვარი შეჯამებაა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კაპელა მსმენელთან შესახვედრად ემზადება. საიუბილეო კონცერტისთვის ჟანრობრივად მრავალფეროვანი რეპერტუარია შერჩეული.
საკონცერტო პროგრამა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების, სხვადასხვა ეპოქისა და სტილის საგუნდო კომპოზიციებს აერთიანებს. დაგეგმილია რამდენიმე ნაწარმოების პრემიერაც.