ცხოველთა დამცველების პროტესტი და ხელისუფლების პასუხი 

21:45, 02.04.2026

მიუსაფარი ძაღლების გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება.

ზუგდიდის შემდეგ ხმაური იყო თბილისში მდებარე თავშესაფართან. ანტისანიტარიის და ძაღლებზე არასათანადო ზრუნვის არგუმენტით ცხოველთა უფლებადამცველები თავშესაფარში შესვლას ითხოვდნენ. მერია მათ ტერიტორიაზე თვითნებურად შეჭრაში და სხვადასხვა დაავადებაზე, მათ შორის ცოფზე, დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლების სპეციალური სივრციდან გაყვანაში ადანაშაულებს. დედაქალაქის მთავრობა ჰიგიენური ნორმების დარღვევაზე და არასათანადო ზრუნვაზე ყველა ბრალდებას უარყოფს და რეაგირებას აანონსებს. გუშინდელისგან გასხვავებით, დღემ მშვიდად ჩაიარა ზუგდიდში, სადაც ვეტერინარული პროცედურებისთვის გადაყვანილი მიკედლებული ძაღლების ნაწილი მათ ბუნებრივ ტერიტორიაზე უკვე დააბრუნეს. შესაბამისი პროცედურების ჩატარებას, ისევე როგორც ელექტრონული ბაზის შექმნას და რეგისტრაციას, შარშან დამტკიცებული კანონი ითვალისწინებს. თუმცა ცხოველთა უფლებადამცველების ნაწილი ამტკიცებს, რომ ძაღლები გასანადგურებლად მიჰყავთ. განმარტებების გაკეთება დასჭირდა გორის თავშესაფრის ხელმძღვანელობასაც, რომელიც გუშინ ძაღლების დაწვაში დაადანაშაულეს. სახელმწიფო უწყებები უფლებადამცველთა ნაწილს ძაღლების გამრავლების მართვის პროგრამის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს და სამართლებრივი რეაგირებას აანონსებს.

მსგავსი