საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სლოვაკეთში
პოლიტიკური კავშირების გაძლიერება და უპირობო მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე – ასეთია მთავარი გზავნილები სლოვაკეთიდან, სადაც საქართველოს პრეზიდენტი იმყოფება.
შეხვედრები სლოვაკ კოლეგასთან, ვიცე-პრემიერთან, ეროვნული საბჭოს თავმჯდომარესთან – ყველა შეხვედრაზე აღნიშნეს სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საჭიროება და შუა დერეფნის პროექტში საქართველოს განსაკუთრებული როლი. „საქართველოს აქ ვერავინ გამოტოვებს და ვერავინ აუვლის გვერდს“ – ეს განცხადება სლოვაკეთის პრეზიდენტს ეკუთვნის, რომელმაც ადგილობრივ ბიზნეს სექტორს ქართული ბაზრით დაინტერესებისკენ და ინვესტიციების მხრივ გააქტიურებისკენ მოუწოდა. საუბრის თემები იყო რეგიონული გამოწვევები, უკრაინის ომი, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია და უსაფრთხოების გაზრდილი რისკები. ქვეყანას, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს განსაკუთრებული მხარდამჭერია, მიხეილ ყაველაშვილმა ბრიუსელთან ურთიერთობის გაუარესების მიზეზებიც გააცნო. ამჯერადაც იყო აქცენტი უსამართლო დამოკიდებულებაზე და უკრაინის ომის შემდეგ განვითარებულ პროცესებზე.
„მოამბე“ ბრატისლავადან – ანა ბროლაძე აშუქებს საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრებს.