პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის გაყიდვა აიკრძალა
დღეიდან იკრძალება კვებასთან დაკავშირებული ერთჯერადი პლასტიკის პროდუქციის რეალიზაცია.
ჩამონათვალშია ჭურჭელი, სასმელის მოსარევები, კონტეინერები. ახალი რეგულაციების ამოქმედების მიზეზად ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებები და გარემოს დაბინძურების საგანგაშო მაჩვენებლები სახელდება. მთავრობის დადგენილებით, მითითებული პროდუქტების იმპორტი სამი თვეა, უკვე აკრძალულია. გამონაკლისია საექსპორტოდ გამზადებული პროდუქცია. რეგულაციების დარღვევა სოლიდურ ჯარიმებს ითვალისწინებს. მანამდე ანალოგიური აკრძალვა პოლიეთილენის პარკებს შეეხო. რამდენიმე თვეში კი რესტორნებსა და სასტუმროებს პლასტმასის ბოთლების გამოყენებაც აიკრძალება.
მომავალი წლიდან ეს რეგულაცია ყველა სფეროს მოიცავს.