ოპოზიციის განცხადება – შეფასებები
„ოპოზიციის ალიანსმა“ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დიდი შეკრება დააანონსა – ალიანსის ერთობლივი განცხადება საგანგებო ბრიფინგზე გავრცელდა.
„ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებით, დიდ შეკრებამდე იქნება „ეროვნული მობილიზაციის კამპანია“, რომელიც დღეიდან დაიწყება. განცხადებაში აღნიშნულია – ორივე ეს თარიღი, 31 მარტი და 26 მაისი, არის უმნიშვნელოვანესი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ორივე დაკავშირებულია ქართველი ერის უმნიშვნელოვანეს გამოწვევასთან – სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხთან. „ოპოზიციური ალიანსის“ თქმით, ისინი მოსახლეობასთან პირდაპირ კომუნიკაციას იწყებენ.