ილია II – 1933-2026 – მეფე ჩარლზ III-ის სამძიმარი

12:13, 23.03.2026

პატრიარქის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილი გაავრცელა დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზმა. „ილია მეორე სამუდამოდ დარჩება ჩვენს ხსოვნაში როგორც ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოღვაწეობას, სულიერ მეგზურობას და ქართველი ხალხის მუდმივ მსახურებას. მისი მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა დედოფალ ელისაბედ მეორესთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილ და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს. გამოვხატავ ჩემს გულწრფელ სამძიმარს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებისა და მორწმუნეების, ასევე ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გლოვობს მის გარდაცვალებას“ – ვკითხულობთ მეფე ჩარლზის სამძიმრის წერილში.

 

მსგავსი