მეწყრული პროცესები

18:35, 16.03.2026

ტყიბულში წვიმის მიუხედავად მეწყრული პროცესის ტრაექტორია არ შეცვლილა. სპეციალისტების ინფორმაციით სტიქიის სათავე ნაწილი დასტაბილურდა, თუმცა თავად პროცესი კვლავ აქტიურია მდინარის კალაპოტისკენ. სოფელ კურსებში მუშაობას გეოლოგების ერთი ჯგუფი კვლავ აგრძელებს. ნალექის გამო შეწყვეტილია დრონებით მუშაობა. გეოლოგების პირველადი დასკვნა მიმდინარე კვირის ბოლოს გახდება ცნობილი. ამოქმედებულია საგანგებო შტაბი. ამ დროისთვის 10-ზე მეტი სახლია დანგრეული. სტიქიის დროს დაზარალებული სოფელ კურსების მაცხოვრებლები ამ დრომდე სასტუმროებში რჩებიან. მათი განცხადებით საყოფაცხოვრებო და სამედიცინო საჭიროებები მოგვარებულია და გეოლოგების საბოლოო დასკვნას ელოდებიან.

მსგავსი