ვითარება სოფელ კურსებში
სპეციალისტები სოფელ კურსებში გააქტიურებული მეწყრული პროცესის მონიტორინგს განაგრძობენ. გეოლოგების დასკვნის შემდეგ გაირკვევა, როდის და რამდენი ოჯახი შეძლებს საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებას. დოკუმენტი, სავარაუდოდ, ათ დღეში იქნება მზად. იმის გამო, რომ ამ მონაკვეთზე გადაადგილება უსაფრთხო არ არის, ისევ ჩაკეტილია ტყიბული-ქუთაისის დამაკავშირებელი გზა. გეოლოგ მერაბ გაფრინდაშვილის განმარტებით, გაუარესებული მეწყრული პროცესები საქართველოში და მსოფლიოში განპირობებულია კლიმატის გლობალური ცვლილებებით.