საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა #1TVSPORT

23:46, 15.03.2026

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ესპანეთის ქალაქ ლეგანესში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიას შეხვდა და 17:19 დამარცხდა.


საქართველო – პორტუგალია 17:19


საქართველო

ლელო: სპანდერაშვილი, ჯალაღონია, გორგაძე

გარდასახვა: აბჟანდაძე

პორტუგალია

ლელო: პინტო

გარდასახვა: ვარეირო

ჯარიმა: კაბრალი, ვარეირო (3)

საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში მეტოქეს ორი ლელო დაუდო, პორტუგალიამ კი ერთი ჯარიმა გაიტანა და მატჩის პირველი ნახევარი „ბორჯღალოსნებმა“ 12:3 მოიგეს.

მეორე ტაიმის სტარტზე პორტუგალიელები გააქტიურდნენ და ორჯერ ზუსტად შესრულებული ჯარიმით სხვაობა შეამცირეს.

პორტუგალიელთა შეტევები უფრო სახიფათო გახდა, ერთ ეპიზოდში კარგი სალელოვე შანსიც ჰქონდათ, მაგრამ ქართველმა მორაგეებმა თავი კარგად დაიცვეს და აქეთ შეძლეს ლელოს დადება – თავი შეცვლაზე შესულმა ბექა გორგაძემ გამოიჩინა – 17:9.

მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, ვარიერომ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა.

არბიტრმა ოთარ მეტრეველი გააძევა (10 წუთით), რიცხვობრივი უპირატესობით მეტოქემ მალევე ისარგებლა – პინტოს მიერ დადებული ლელო ვარეირომ გარდასახა და პორტუგალიის ნაკრები დაწინაურდა – 19:17.

დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებმა თამაშის გადასარჩენად დიდი ძალებით შეუტია, მაგრამ მეტოქემ დაცვაში კარგად ითამაშა და საბოლოოდ რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელი გათამაშების გამარჯვებული პორტუგალია გახდა.

ფინალამდე გაიმართა მატჩი მესამე ადგილისთვის, რომელშიც ესპანეთმა რუმინეთი 29:23 დაამარცხა.

მსგავსი