ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა

21:40, 14.03.2026

ვეტერინარული კლინიკები ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამაში ჩაერთვებიან. პროგრამის მიზანი ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველყოფა და ცოფის პრევენციაა, რაც მნიშვნელოვანია როგორც შინაური ცხოველების, ასევე ადამიანის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დასაცავად.

პროგრამის ფარგლებში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა, საქართველოს მასშტაბით პატრონიანი ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ჩიპირება, ერთიან ბაზაში რეგისტრაცია და ძუ ძაღლების სტერილიზაცია იგეგმება; ასევე პროგრამა გულისხმობს უპატრონო და მიკედლებული ძაღლების  ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციასა და კასტრაცია-სტერილიზაციას.

ძაღლების ჰიპერპოპულაციის ჰუმანური მეთოდებით მართვის რეფორმის ფარგლებში შემუშავებულ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ მხარეებთან სურსათის ეროვნული სააგენტო რეგულარულ შეხვედრებს მართავს.

მსგავსი