ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა 

12:25, 14.03.2026

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა ცხოველების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან განიხილა. ყურადღება გამახვილდა პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ მანიპულაციებზე, რომლებიც როგორც პატრონიან, ასევე მიუსაფარ და მიკედლებულ ცხოველებს ჩაუტარდებათ. აღინიშნა, რომ კანონის მთავარი მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ცხოველთა კეთილდღეობის დაცვა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

მსგავსი