რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 15 მარტს, ესპანეთის ქალაქა ლეგანესში, „ესტადიო ონტიმ ბუტარკეზე“ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში პორტუგალიას დაუპირისპირდება – შეხვედრა 21:45 საათზე დაიწყება.
გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები მეთვრამეტედ გახდება რაგბი ევროპის ჩემპიონი და ტიტულს ზედიზედ მეცხრედ შეინარჩუნებს, რითიც საკუთარ რეკორდს გააუმჯობესებს.
„ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა ფინალური მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ნახევარფინალში რიუმინეთთან მატჩისგან განსხვავებით, სასტარტო შემადგენლობაში ორი ცვლილებაა. ცენტრში თამაშს გიორგი კვესელაძისა და გიორგი შველიძის დუეტი დაიწყებს. სათადარგოთა შორის ექვსი მორკინალი იქნება. 23-კაციან განაცხადში ადგილი შეინარჩუნეს კვაჭმა ნიკოლოზ სუთიძემ და მეორეხაზელმა გიორგი ჯავახიამ; ასევე 9 ნომერმა მიხეილ ალანიამ და მგეზავმა ლუკა მატკავამ.
აღსანიშნავია, რომ ვასილ ლობჟანიძესთვის ეს 104-ე სანაკრებო შეხვედრა იქნება, რითიც ნაკრებში ჩატარებული თამაშების რაოდენობით მეოთხე ადგილზე მყოფ მერაბ შარიქაძეს გაუტოლდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი („შავი ლომი“), 14. აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“), 13. გიორგი შველიძე („ბრივი“), 12. გიორგი კვესელაძე („გრენობლი“), 11. დავით ნინიაშვილი („ლა როშელი“), 10. თედო აბჟანდაძე („ორიაკი“), 9. ვასილ ლობჟანიძე („ოიონა“).
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე („კლერმონი“), 2. ვანო კარკაძე („ოიონა“), 3. გიორგი მელიქიძე („სტად ფრანსე“), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი („შავი ლომი“), 5. ლადო ჩაჩანიძე („მონ დე მარსანი“), 6. ილია სპანდერაშვილი („ვალანსი“), 7. ბექა საღინაძე („ლიონი“, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია („პროვანსი“).
სათადარიგოები: 16. ნიკოლოზ სუთიძე („ლა როშელი“), 17. მამუკა მსტოიანი („აჟენი“), 18. ალექსანდრე ქუნთელია („ლა როშელი“), 19. გიორგი ჯავახია („ტულონი“), 20. ლუკა ივანიშვილი („ბრისტოლი“), 21. ბექა გორგაძე („პო“); 22. მიხეილ ალანია („ვანი“), 23. ლუკა მატკავა („ოიონა“).