ვალვერდე „ოქროს ბურთის“ ფავორიტთა TOP-10-ში შევიდა #1TVSPORT

19:07, 12.03.2026

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალულ ეტაპზე „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ შესრულებული ჰეთთრიკის შემდეგ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ფედერიკო ვალვერდე 2026 წლის „ოქროს ბურთის“ კანდიდატთა ტოპათეულში შევიდა. ურუგვაელი ფეხბურთელის კოეფიციენტი 101.0-დან 34.0-მდე დაეცა.

მთავარ ფავორიტად რჩება „ბარსელონას“ ნახევარმცველი ლამინ იამალი, რომლის კოეფიციენტია – 3.75.

„ოქროს ბურთის“ პრეტენდენტები ბუკმეიკერების ვერსიით:

  1. ლამინ იამალი (ბარსელონა) – 3.75
  2. კილიან მბაპე (რეალი) – 4.50
  3. ჰარი კეინი (ბაიერნი) – 5.50
  4. დეკლან რაისი (არსენალი) – 8.00
  5. მაიკლ ოლისე (ბაიერნი) – 13.00
  6. ვინისიუსი (რეალი) – 17.00
  7. ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი) – 21.00
  8. ფედერიკო ვალვერდე (რეალი) – 34.00
  9. ვიტინია (პსჟ) – 34.00

მსგავსი