კლასიკური მუსიკის საღამო

21:55, 11.03.2026

ეროვნული სიმფონიური ორკესტრი მსმენელს კიდევ ერთ განსაკუთრებულ საღამოს უმზადებს. სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ახალი თაობის მუსიკოსები უკვე თბილისში არიან და კონცერტის ფარგლებში ქართულ აუდიტორიის წინაშე ერთად პირველად წარდგებიან. საკონცერტო პროგრამა მრავალფეროვანია. შესრულდება სხვადასხვა დროის გამორჩეული კომპოზიტორების ცნობილი ნაწარმოებები. ანონსდება იმპროვიზაციებიც. საიუბილეო წლის ფარგლებში დაგეგმილი მუსიკალური საღამო 13 მარტს, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში გაიმართება.

 

მსგავსი