ეუთო-ს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის შემაჯამებელი განცხადება დილიდან განხილვის თემაა. დელეგაციამ საქართველოში ვიზიტი გუშინ დაასრულა. დელეგაციის წარმომადგენლები ვიზიტის დასასრულს გეკა გელაძეს, მაკა ბოჭორიშვილს, ლევან იოსელიანსა და მიხეილ ყაველაშვილს შეხვდნენ. ვიზიტის ბოლოს კი ასამბლეის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს ეწვია. მანამდე შეხვედრები გაიმართა ოპოზიციასთან და მესამე სექტორთანაც.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ დასავლელ დიპლომატებთან საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ ვითარებას. ოპოზიცია კი დელეგაციის მხრიდან საკმაოდ კრიტიკულ დასკვნასა და შეფასებას ელოდება. თავის მხრივ, დიალოგისთვის მზადყოფნას ადასტურებს მმართველი გუნდი, რომელიც ამტკიცებს, რომ საპარლამენტო ასამბლეას ხელისუფლების ლეგიტიმიზაციასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს.