რომეო მიქაუტაძის სასამართლო

18:33, 11.03.2026

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმის განხილვა გრძელდება. დღეს პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლიეს.  დაიკითხა ბრალდებული რომეო მიქაუტაძე. მან  სამუშაო გამოცდილებასა და იმ შემოსავლებზე ისაუბრა, რაც წლების განმავლობაში დააგროვა. მისი მტკიცებით, არანაირ უკანონო თანხების ლეგალიზაციას ადგილი არ ჰქონია. დასკვნითი სიტყვა თქვა პროკურატურამაც. ბრალდებულს კითხვები დაუსვეს ყოფილ მაღალჩინოსნებთან ურთიერთობებზეც.

მსგავსი