თბილისის მთავრობის სხდომა
დედაქალაქის მუნიციპალურ თავშესაფარს ერთდროულად 240 ბენეფიციარის მიღების შესაძლებლობა აქვს. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერმა ისაუბრა. დაწესებულება ლილოში ფუნქციონირებს. დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ითქვა, რომ მიუსაფარი პირები კვებით, პირადი მოხმარების ნივთებითა და ჰიგიენური საშუალებებით არიან უზრუნველყოფილი, 24-საათიან რეჟიმში იღებენ პირველად ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებს. ამ სოციალური პროექტისთვის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 4 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.