შეხვედრა ენერგოკომპანიებთან
ენერგეტიკის განვითარების ათწლიან გეგმაზე ისაუბრეს ეკონომიკის მინისტრმა და ბიზნესის წარმომადგენლებმა. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, პირველი ფაზა გულისხმობს მზის, ქარისა და ჰიდროენერგიის კუთხით 4000 მეგავატი სიმძლავრის დამატებას. რაც შეეხება მეორე ფაზას, 2032 წლიდან 2036 წლამდე, ჯამურად უნდა დაემატოს 2,750 მეგავატამდე. ამ შემთხვევაში აქცენტი მსხვილ ჰესებზე კეთდება.