ყოფილ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დღეს გახარიას პარტიაში პასუხობენ. „სხვის ღალატზე ვიდრე ისაუბრებენ, საკუთარ მოღალატეობრივ მოქმედებაზე ისაუბრონ, ისტორია შეაფასებს, ვინ არის მოღალატე“ – აცხადებს გიორგი შარაშიძე. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუქ ლაივში“ კითხვებზე პასუხის დროს, მოღალატეები უწოდა მათ, ვინც პარლამენტში დეპუტატის მანდატით შევიდა – „პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში და ხან არა, არიან მოღალატეები“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.