პოლიტიკური შეფასებები

12:21, 06.03.2026

მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია, თუ კოორდინირებული ინფორმაციული ქაოსი – რას ემსახურება ყოფილი ჩინოსნებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების განცხადებები, ვინ ემიჯნება ან რა შეფასებას აძლევენ პოლიტიკოსები რეგიონისთვის რთულ და დაძაბულ პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს, – მეორე დღეა შეფასებების თემაა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, რომ საქართველოში არალეგალურად ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, რომელიც ტერორისტებს ამზადებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ უმჯობესი იქნებოდა, თავდაცვის ყოფილ მინისტრს რეგიონში არსებული მწვავე ვითარების გათვალისწინებით, თავი შეეკავებინა მსგავსი საჯარო განცხადებისგან. ასევე განმარტავენ, რომ საჭიროა ხიდაშელმა ფაქტებით დაადასტუროს თავისი ნათქვამი. „ქართულ ოცნებაში“ კი ხიდაშელის განცხადებას ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად და ღალატად აფასებენ.

მსგავსი