დიდთოვლობის შედეგები ბოტანიკურ ბაღში

21:45, 04.03.2026

თბილისის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის ხვალამდე დახურულია. მიზეზი რამდენიმე დღის წინ დედაქალაქში მოსული თოვლია, რომელმაც ბაღი სერიოზულად დააზიანა.

მძიმე მდგომარეობაშია უნიკალური ხე-მცენარეების კოლექციები. ამ ეტაპზე, ბაღის ადმინისტრაცია და შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მიმდინარეობს დაზიანებული ტერიტორიების გაწმენდა, რისკების შეფასება და ვიზიტორთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის დამატებითი პრევენციული ზომების შემუშავება. პანდემიის შემდეგ პირველად დაკეტილი ბაღი ვიზიტორებისთვის ხვალიდან გაიხსნება, თუმცა არსებული მდგომარეობის გამოსწორება ხანგრძლივ აღდგენით პროცესს საჭიროებს.

მსგავსი