ეროვნული ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის ხვალიდან გაიხსნება
ეროვნული ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის ხვალიდან გაიხსნება. დედაქალაქში მოსული უხვი ნალექით მიყენებული ზიანის შემდეგ ის რამდენიმე დღე დაკეტილი იყო. ბაღის გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. დიდთოვლობის შედეგად სრულად განადგურდა რამდენიმე ასწლოვანი ხე, თუმცა ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით საკოლექციო ფონდი არაა დაზიანებული.