ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება – გამოხმაურებები

21:13, 28.02.2026

რა მიზანს ემსახურება ქართული მედიის დასანქცირება და აღმოჩნდება თუ არა ბრიტანეთის გადაწყვეტილება ოპოზიციისთვის მაშველი რგოლი. იმის შესახებ, თუ რა მასალებს და მტკიცებულებებს ეფუძნება „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება, ოფიციალური განმარტებები ჯერ ისევ არ გაკეთებულა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ კვლავ ძალაში რჩება ერთადერთი დასახელებული მიზეზი – გონივრული ეჭვი. 

მმართველი პოლიტიკური ძალა დარწმუნებულია, რომ ბრიტანული სანქციები ტელედებატების ჩაშლისკენაა მიმართული, ხოლო თავისუფალ მედიაზე თავდასხმის ძირითადი მოტივი დისკრედიტირებული, ცოცხალ-მკვდარი ოპოზიციისთვის მაჯისცემის შესანარჩუნებლად მცირეოდენი შანსის მიცემა იყო. ასეთია პრემიერის პოზიცია იმ სახელმწიფოს გადაწყვეტილებაზე, რომლის ოფშორებიც, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევის მიხედვით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენებოდა.

ბრიტანეთის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მონაცემებით, დასავლეთის მიერ რუსეთის დასანქცირების შემდეგ დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებში რეგისტრირებულმა კომპანიებმა რუსეთთან, სულ მცირე, 8 მილიარდი დოლარის ღირებულების 29 000 სავაჭრო გარიგება განახორციელეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებებისთვის დაბარებული ბრიტანეთის ელჩი ისევ დუმს, თუმცა ხმაურობს ოპოზიცია.

თამარ წიკლაურის რეპორტაჟი.

მსგავსი