25 თებერვალი – საბჭოთა ოკუპაციის დღე
საბჭოთა ოკუპაციიდან 105 წელი გავიდა – 1921 წლის 25 თებერვალს თბილისში საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია შემოიჭრა. ეს თარიღი ქვეყნის ისტორიაში ჩაიწერა, როგორც საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი – გასაბჭოების დღე. წითელმა არმიამ თბილისი აიღო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული საქართველოს ხელისუფლება დაამხო.
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ემიგრაციაში წავიდა. ქვეყანამ 70 წლით დაკარგა დამოუკიდებლობა. საუკუნის წინანდელი ტრაგიკული მოვლენების ეპიცენტრი კოჯრისა და ტაბახმელას მისადგომები იყო – ადგილი, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის გადამწყვეტი ბრძოლები მიმდინარეობდა.
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე და ქვეყნის მასშტაბით სხვა ადმინისტრაციულ შენობებსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე. ასევე პარლამენტსა და პრეზიდენტის სასახლეზე. სახელმწიფო დროშები ასევე დაეშვა თავდაცვის უწყების შენობებსა და სამხედრო ქვედანაყოფებში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ და აჭარის მთავრობის შენობებზე.