რაგბი | ლუკა მატკავა – ვიცოდით, რომ ესპანეთი რთული მოწინააღმდეგე იყო #1TVSPORT

20:45, 21.02.2026

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მოთამაშემ, ლუკა მატკავამ კომენტარი გააკეთა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ესპანეთის ნაკრებთან გამარჯვებაზე (42:30).

თავად მატკავამ ერთი ლელო დადო და ორი გარდასახვა შეასრულა, „ბორჯღალოსნებმა“ კი ამ გამარჯვებით ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდეს და ნახევარფინალში მასპინძლობის უფლება მოიპოვეს.

„ვულოცავ საქართველოს ამ გამარჯვებას. ვიცოდით, რომ ესპანეთი რთული მოწინააღმდეგე იყო. ჩვენ კი ახალი მწვრთნელი გვყავს და ახალი სისტემით ვთამაშობთ. ვცდილოთ, ნაბიჯ-ნაბიჯი წინ წავიდეთ და ამ სიახლეებს მივეჩვიოთ.

სირთულეების მიუხედავად, თამაში ჩვენთვის დადებითად დასრულდა და დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. გაგვიხარდა, ტრიბუნები გულშემატკივრებით რომ გაივსო, მათგან დიდი მუხტი მოდიოდა. ვისურვებდი, მომავალშიც ასე გაგრძელდეს“.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩები 7-8 მარტსაა დაგეგმილი, ფინალი კი 15 მარტს ლეგანესში, „ესტადიო ონტიმ ბუტარკეზე“ გაიმართება.

მსგავსი