NATO-ს ოპერაცია – „ზღვის მცველი“
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა NATO-ს ოპერაცია, „ზღვის მცველში“ მიიღეს მონაწილეობა. სწავლება თურქეთში ჩატარდა. ტაქტიკური ჯგუფის 11-მა მოსამსახურემ კურსი სპეციალური ოპერაციული ძალების წევრებთან ერთად გაიარა. სწავლება 21 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა. მთავარი ამოცანები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა საზღვაო სივრცეში, ზღვაზე თავისუფალი და უსაფრთხო მიმოსვლის ხელშეწყობა, საზღვაო უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარება და გაძლიერება იყო.