საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები

18:54, 12.02.2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სტარტაპების ხელშეწყობის პროგრამებს განაგრძობს. დღეს, შეხვედრა GITA-ს საგრანტო კონკურსის „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის“ გამარჯვებულ კონკურსანტებთან გაიმართა. ამ ეტაპზე Radio City- ში სტარტაპებისთვის, აქსელერაციის პროგრამის პირველი ორთვიანი ფაზა მიმდინარეობს. „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა“ ადგილობრივი და რეგიონული სტარტაპების მხარდაჭერის კიდევ ერთი მექანიზმია, რომელიც  განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ ინოვაციურ სტარტაპებს, გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ინვესტიციების მოზიდვასა და განვითარებაში ეხმარება.

მსგავსი