ქართული მრავალხმიანობა ჰააგაში
ქართული მრავალხმიანობა ჰააგაში და ანსამბლ „ფაზისის“ ტრიუმფი საერთაშორისო სასამართლოს ღონისძიებაზე. ორმოცდაათ წელზე მეტია, ფაზისი ფოლკლორის სამსახურშია და დაუღალავი შრომით იცავს ქართული სიმღერის ტრადიციებს. გუნდის შექმნას საფუძველი 1974 წელს ჩაეყარა და უკვე ხუთი ათეული წელია სხვადასხვა თაობის ადამიანებს აერთიანებს. „ფაზისი“ ახლა მორიგი სოლო კონცერტისთვის ემზადება, რომლის რეპეტიციებსაც პირველი არხის გადამღები ჯგუფი დაესწრო.
თეა აბსარიძისა და გოგა გახარიას რეპორტაჟი.