პროცესი სააპელაციო სასამართლოში

15:32, 05.02.2026

ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და აქციის კიდევ ცხრა მონაწილის პროცესზე სამმა ადვოკატმა დასკვნითი სიტყვით ისარგებლა. მათ მსჯავრდებულების უდანაშაულობაზე ისაუბრეს და პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენის გამამართლებლით შეცვლა მოითხოვეს. ადვოკატების ნაწილი დასკვნით სიტყვას 9 თებერვალს იტყვის. წინა სხდომაზე ბრალდებამ უკვე თქვა დასკვნითი სიტყვა, სადაც კვალიფიკაციის შეცვლა და სასჯელის დამძიმება მოითხოვა.

მსგავსი