წიგნის – „მახანტალის“ პრეზენტაცია

18:34, 02.02.2026

ზუგდიდში, ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის, ოთარ გაბელიას საღამო გაიმართა.

წარმოდგენილი იყო მამუკა კვარაცხელიას წიგნი ოთარ გაბელიაზე. სპეციალურად ამ საღამოსთვის ჩამოიტანეს უეფას თასის მფლობელთა თასი, რომელიც თბილისის „დინამომ“ 1981 წლის 13 მაისს მოიგო. ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი ოთარ გაბელიას და თბილისის „დინამოს“ ევროპულ მატჩებში მონაწილეობის შესახებ. საღამოს სტუმრები იყვნენ ოთარ გაბელიას თანაგუნდელები და თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული ფეხბურთელები: ალექსანდრე ჩივაძე, ნუკრი კაკილაშვილი, დავით მუჯირი, ვახტანგ ქორიძე და თამაზ კოსტავა. ოთარ გაბელიამ და ვეტერანმა ფეხბურთელებმა ასობით ფეხბურთის მოყვარულთან გადაიღეს ფოტო. მისცეს ავტოგრაფები. მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ ფოტო გადაეღოთ თბილისის „დინამოს“ მიერ  მოპოვებული უეფას თასების მფლობელთა თასთანაც.

ოთარ გაბელიას საღამოს ორგანიზატორი ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია და მეუფე გერასიმე შარაშენიძე არიან. საღამო მიეძღვნა თასების მფლობელთა თასის მოპოვების 45-ე წლისთავს და ოთარ გაბელიას იუბილეს, რომელიც მას მარტში აქვს.

მსგავსი