ზუგდიდში, მეექვსე საბავშვო ბაღის შენობაში ხანძარი გაჩნდა, შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა
ზუგდიდში, მეექვსე საბავშვო ბაღში ხანძარი გაჩნდა.
საბავშვო ბაღიდან აღსაზრდელების ევაკუაცია მალევე განხორციელდა. საბავშვო ბაღის შენობაში ასევე ცხოვრობენ დევნილი ოჯახები.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო და პირველადი გადაუდებელი დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკაშირებით გამოძიება მიმდინარეობს.